მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOCAR-ი აზერბაიჯანული Azər Türk Bank-ის 51%-იანი წილის შეძენას გეგმავს

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) კომერციული ბანკის Azər Türk Bank-ის 51 პროცენტის წილის შეძენას აპირებს. აღნიშნული ბანკი ამჟამად ისედაც სახელმწიფო საკუთრებაშია, შესაბამისად SOCAR-ის მფლობელობის ქვეშ ბანკი კვლავ სახელმწიფო ბანკად დარჩება.

SOCAR-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს საკითხი 16 ივლისს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

სახელმწიფო კომპანიის ცნობით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ეკონომიკის მინისტრის მიხაილ ჯაბაროვის ხელმძღვანელობით სხდომაზე გაიმართა პრეზენტაცია Azər Türk Bank-ის 51 პროცენტის წილის შესყიდვის გეგმებთან და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

აღნიშნული ბანკის ფინანსური ინფორმაციის თანახმად, ბანკის აქტივები 1.5 მილიარდ მანათს (880 მლნ დოლარს) შეადგენს, ხოლო კრედიტები 752 მილიონი მანათია (442 მილიონი დოლარი).

ბანკმა 2024 წლის პირველ ნახევარში 29 მილიონი მანათის (17 მილიონი დოლარის) მოგება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები