მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს - მიზეზი უკრაინაში Socar-ის სადგურზე თავდასხმაა

აზერბაიჯანი

უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე მიტანილი იერიშის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო Trend-ი წერს, მიხაილ ევდოკიმოვს მკაცრი პროტესტი გადასცეს 5 ივლისს, მიკოლაევის ოლქში მდებარე SOCAR-ის ავტოგასამართ სადგურზე განხორციელებული დრონების თავდასხმის გამო.

ელჩთან შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა და უკრაინაში მდებარე SOCAR-ის ობიექტები აქამდეც გამხდარან თავდასხმის სამიზნე, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. ამ ფაქტების გათვალისწინებით, რუსულ მხარეს მოუწოდეს ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება, წარმოადგინოს მომხდარი მოვლენების სათანადო განმარტება და ასევე შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები