SOCAR-ი 2026 წელს, საქართველოში, ყულევის შავი ზღვის ტერმინალში გაფართოების სამუშაოებს დაიწყებს - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 2025 წელს ტერმინალიდან 2.2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე, ნავთობგაზისა და ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქცია გადატვირთა.
კომპანია ტერმინალის გაფართოებას აანონსებს და ოთხი ახალი საცავი ავზის მშენებლობას გეგმავს. თითოეული ავზი 20 000 კუბ. მეტრის ტევადობის იქნება. SOCAR აცხადებს, რომ ყულევის ტერმინალში რეზერვუარების ახალი პარკის მშენებლობა წელს დაიწყება და დასრულება 2027 წლის შუა პერიოდისთვის იგეგმება.
„ამავდროულად, დაგეგმილია რკინიგზის ახალი ესტაკადისა და ტალღმტეხის კონცეფციის შერჩევის ეტაპის დასრულება და მესამე ნავმისადგომის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩატარება", - აცხადებს SOCAR-ი




























