აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ-კომპანია SOCAR-მა იტალიური ნავთობგადასამუშავებელი Italiana Petroli შეიძინა. საუბარია კომპანიაზე, რომელიც ყოველდღიურად 200,000 ბარელ ნავთობს აწარმოებს და იტალიის მასშტაბით 4,500-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს ფლობს. გარიგების შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებს IP-ს პრეზიდენტმა გააცნო.
უცნობია, რა ფასად შეიძინა SOCAR-მა იტალიური კომპანია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, Italiana Petroli-ს მფლობელი ბრაჩეტი-პერეტის ოჯახი კომპანიას 3 მილიარდ დოლარად აფასებდა. გარიგების შესახებ მოლაპარაკებებში SOCAR-ის პოზიციებს Intesa Sanpaolo IMI CIB წარმოადგენდა, ხოლო იტალიური კომპანიის ინტერესებს UniCredit-ი იცავდა.
აღსანიშნავია, რომ Italiana Petroli-ს საკუთრებაში ორი ნავთობგადასამუშავებელი ობიექტიცაა. მათ შორის ერთი ანკონაში, მეორე კი ტრეცატში. ამასთან, კომპანია ნავთობს Alma-ს კუთვნილ საწარმოშიც, რომელიც რავენაში მდებარეობს. IP ფლობს მსხვილ სასაწყობე ფართებს და მრავალ ნავთობტრანსპორტიორსაც.
SOCAR-ის მიერ იტალიური კომპანიის შეძენა აზერბაიჯანულ ნავთობ-გიგანტს ხმელთაშუა ზღვის აუზში პოზიციების გამყარებაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ SOCAR-ი ნავთობგადასამუშავებელ ობიექტებს თურქეთშიც ფლობს.




























