მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდაუცველთა დასაქმებისთვის წელს ბიუჯეტიდან 100 -150 მლნ ლარი გამოიყოფა - ეკონომიკის მინისტრი

620a2b4a35863
ინგა მურუსიძე
14.02.22 14:29
692
საქართველოს მთავრობა 1-ელი მარტიდან შრომისუნარიან სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას იწყებს. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პროგრამაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. 

მისი თქმით, რა მოდელით უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული პროექტი, სპეციალურად ამის შესასწავლად ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა.

Bm.ge დაინტერესდა, თუ რომელი მოდელი შეისწავლა მთავრობამ და რა დაუჯდება ბიუჯეტს 4 წლის განმავლობაში 200 ათასი ადამიანისთვის სამუშაო ადგილის შექმნა? გარდა ამისა bm.ge–მ ლევან დავითაშვილს ჰკითხა, რა არის ამ პროგრამის საბოლოო მიზანი და ხომ არ არის მთავრობის მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, პროგრამის ბიუჯეტი შეიძლება 100-150 მლნ ლარი იყოს მიმდინარე წლისთვის, ამის რესურსების მობილიზება კი შესაძლებელია და გათვლებიც უკვე არსებობს.

„საზოგადოებრივ სამუშაოებს რაც შეეხება, რისკები ავწონ-დავწონეთ და ავიღეთ საუკეთესო გამოცდილების ის ელემენტები, რომლებიც არსებობს. ზუსტად ასე ეტაპობრივად დავიწყებთ პროგრამას და მომავალში შეიძლება ცვლილებებიც შევიდეს. ყველა ქვეყანამ, რომელსაც ასეთი პროგრამების განხორციელების გამოცდილება აქვს, აჩვენა, რომ ამან გამოიღო შედეგი რამდენიმე მიმართულებით...

გრძელვადიან პერსპექტივაში რა მიზანს ვისახავთ? ამის მიზანი არის ამ ადამიანების სრულად ინტეგრაცია შრომის ბაზარზე. იმედი გაქვს, რომ შედეგი გვექნება სხვა ქსვეყნების მსგავსი – ადამიანების ინტეგრირება მოხდება შრომის ბაზარზე და საზოგადოებრივი სამუშაოების შეთავზება საჭირო არ იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები