მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განაცხადი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მივიღეთ“ - მინისტრი ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესის გამოხატვაზე

64997b517833e
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.23 15:47
555
ინვესტორების მხრიდან ანაკლიის პორტზე კვალიფიკაციის შესახებ მოთხოვნის წარდგენისთვის დაწესებული ვადა 19 ივნისს ამოიწურა. თუმცა ამ დრომდე უცნობი იყო წარადგინეს, თუ არა ინვესტორებმა განაცხადი. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს ჰკითხეს - მიიღეს თუ არა განაცხადები კომპანიების მხრიდან.

ეკონომიკის მინისტრმა კომპანიები და მათი რაოდენობა, ვინც სახელმწიფოსთან ერთად სტრატეგიულ პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა არ დაასახელა და მხოლოდ ის თქვა, რომ განაცხადი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან შევიდა, რომლებსაც სახელმწიფო ამ ეტაპზე სწავლობს.

„ჩვენ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან განაცხადი მივიღეთ. არის ინდივიდუალური კომპანიები, კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები. კომპანიების მიმართ შესაბამისობის გარკვეული კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, მათ შორის ფინანსური მდგრადობისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ახლა ამ ინფორმაციის შესწავლა და დამუშავება მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში მონაწილე კომპანიების, გამოცდილების და სხვა კომპანიებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კერძო ინვესტორთან პარტნიორობით ააშენებს, თუმცა ინვესტორი მხოლოდ 49%-იან წილს უნდა დასჯერდეს. 51% კი სახელმწიფოს ხელში დარჩება.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმა რამდენჯერმე დააანონსა, რომ მთავრობა პორტის მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებს. თუკი კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესის განზრახულობის შესახებ განაცხადში ცვლილება არ შევა, დაინტერესებულ პირებს 28 ივლისამდე აქვთ ვადა წინადადებების წარმოდგენის შესახებ საბოლოო მოთხოვნის წარდგენისთვის. ამის პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო, მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები