მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Societe Generale-მ დოლარის სტეიბლკოინი გამოუშვა

Societe Generale

საფრანგეთის ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა, Société Générale-მ დოლარის სტაბილური კრიპტოვალუტა გამოუშვა. ციფრული აქტივის სახელწოდებაა CoinVertible და ის USDCV-ის ტიკერით იქნება ცნობილი.

ახალი ვალუტა Ethereum-ის და Solana-ს ბლოკჩეინებზე დაილისტება, ხოლო თავად თანხა, რომელსაც აქტივი ეფუძნება, მსხვილი ამერიკული ბანკი, Bank of New York Mellon-ში იქნება შენახული.

Société Générale კრიპტოინდუსტრიაში ამ დრომდეც ოპერირებდა, მათ შორის სტეიბლკოინების მიმართულებით, როცა ინსტიტუციური კლიენტებისთვის 2023 წელს ევროს სტეიბლკოინი — EURCV გამოუშვა. ამრიგად, ამერიკულ დოლარს მიბმული სტაბილური კრიპტოვალუტის გამოშვება მოულოდნელი ნამდვილად არ არის, მით უფრო რომ აშშ-ში სტეიბლკოინების გამომშვები კომპანიებისთვის რბილი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა იგეგმება.

როგორც ფრანგულ ბანკში ამბობენ, სტეიბლკოინის გამოშვებით, Société Générale-ს კლიენტები ოპერაციებს უფრო მარტივად შეასრულებენ, მათ შორის ფიატ ვალუტას და ციფრულ ვალუტას შორის გადარიცხვებს 24/7-ზე შეასრულებენ, რაც ამერიკულ დოლარში და ევროში ტრანზაქციების რეალურ დროში ჩახურვის საშუალებას გააჩენს, მათ შორის ტრანსნაციონალური გარიგებების შემთხვევაში.

სტეიბლკოინების ბაზარზე ამ დრომდე არაერთ მოთამაშეს ვხვდებით, რომელთა შორის ყველაზე დიდი — USDT-ის ემიტენტი Tether-ია. USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $155 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის კრიპტოვალუტებს შორის მესამე ადგილს იკავებს. უშუალოდ სტეიბლკოინების ბაზარზე USDT ჭეშმარიტი დომინანტია, რომელზედაც ბაზრის 61%-იანი წილი მოდის. მეორე ადგილს ამერიკული Circle-ის მიერ გამოშვებული USDC იკავებს, რომლის კაპიტალიზაცია $61 მილიარდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები