ფრანგული ბანკი Societe Generale საფრანგეთში სამუშაო ადგილებს ამცირებს. როგორც ფრანგული ბიზნესგამოცემა Les Echos იტყობინება, ბანკი 650 სამუშაო ადგილს აუქმებს. გარდა ამისა, შესაძლოა, ამ ნაბიჯს მომდევნო მსგავსი გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს.
როგორც ფრანგულ ბანკში გასულ კვირას განაცხადეს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბანკი მოგებას დაუბრუნდა, მანამდე კი წინა ორი კვარტლის მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტი დიდ დანაკარგებს განიცდიდა.
ცნობისთვის, Societe Generale საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი ბანკი და ასევე ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო კომპანიაა, რომელსაც შვილობილი კომპანიები ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.