მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფელ ბარჯაშთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დაახლოებით, 1 საათში აღდგება - მესტიის მერი

სოფელი ბარჯა

სვანეთში, სოფელ ბარჯაშთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით ერთ საათში აღდგება. ამის შესახებ BM.GE-ს მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ბარჯაშთან საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

მესტიის მერის განმარტებით, ჩამოშლილმა კლდოვანმა მასამ გზა დააზიანა და სრულად გადაკეტა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც კერძო საკუთრება დაზიანებულა.

„ერთ საათში აღდგება საავტომობილო გზა. კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო გზა დაზიანდა და გადაიკეტა, თუმცა ადამიანური ზარალი არ გვაქვს და არც კერძო საკუთრებას შეხებია. ზიანი მხოლოდ გზის დაზიანებას ეხება, რომელიც შემდგომში აღდგება“, - აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები