მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფელ კაბალში ფერმერებისა და დისტრიბუტორებისათვის საბითუმო ბაზრის მოწყობა იგეგმება

5ea1a6ded76bc
BM.GE
23.04.20 18:30
1391
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტეში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

კიტრის მოსავლის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, დღიურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 80-100 ტონა კიტრი იკრიფება. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საშვებს იმ ფერმერებზე, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში კიტრის მოსავლის მიღება და მისი რეალიზება უწევთ.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაიგეგმა სოფელ კაბალში გამოყოფილ ტერიტორიზე ფერმერებისა და დისტრიბუტორებისთვის ე.წ. საბითუმო ბაზრის მოწყობა, რაც მოსავლის ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცსს გაამარტივებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები