საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, სოფელ კარკუჩასთან, ზვავი ჩამოწვა.
უწყების ცნობით, შექმნილი ვითარების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე შეზღუდვა ძალაშია ზვავის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე.




























