მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფელ კურსებში, სადაც მეწყრული პროცესია გააქტიურებული, ალტერნატიული დროებითი გზა მოეწყობა

სოფელი კურსები

იმერეთის რეგიონში, სოფელ კურსებში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლები დაანგრია და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული, დროებითი გზის მშენებლობა დაიწყება. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა. მინისტრი, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას

"რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე განიხილა არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გზები - მიმდებარე სოფლებამდე მისასვლელი დამატებითი გზის მოწყობის შესაძლებლობა

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უახლოეს პერიოდში დაიწყება ალტერნატიული დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად, მომზადდება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტიც", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები