სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სოფელ ლისში მდებარე მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე მესამედ გამოიტანა. ამჯერად 28 050 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 3 030 000 ლარად იყიდება.
აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე პირველი აუქციონი წელს 12 ივნისს გამოცხადდა. მაშინ სახელმწიფო ქონებას 4 040 000 ლარად აფასებდა. თუმცა მიწის ნაკვეთის პრივატიზებით არავინ დაინტერესდა და მიწა ვერ გაიყიდა. მეორედ ელექტრონულ აუქციონზე ქონება შემცირებული ღირებულებით 3 030 000 ლარად 19 აგვისტოს გამოიტანეს და ამ შემთხვევაშიც აუქციონი ჩავარდა.
ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გასაყიდად გამოტანილი მიწა ამჯერად 11 ოქტომბერს გამოიტანეს და მისი შეძენა მსურველებს 25 ოქტომბრამდე შეუძლიათ. აუქციონი უპირობოა.