მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ ყარაფილაში ნატურალური სასმელის „კომბუჩას“ საწარმო გაიხსნა

6155a18e25ccc
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.21 15:32
1095
„საპატრნიორო ფონდის“ „სტარტაპ საქართველოს“ და USAID „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, ადმინისტრაციული, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ყარაფილაში, ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა“ ამოქმედდა, რომელიც ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას გულისხმობს.

საპატრნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კომბუჩას“ საწარმოს მშენებლობას საფუძველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა. კომპანია "კომბუჩა ბრიუერს ჯორჯია“, ამერიკაში ფართოდ გავრცელებული სასმელის, ორგანული კომბუჩას ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. სასმელი „კომბუჩა“ ადგილობრივი ნედლეულით მზადდება. საწარმოში სოფლის მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება. 

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს სოფელ ყარაფილაში, ახალგაზრდების დაწყებული საქმე ორმაგად ღირებული და სასიხარულოა ჩვენთვის. ეს არის საუკეთესო მაგალითი წარმატებისა და მონდომების, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები და შესაძლებლობები ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ ახალგაზრდებმა ცოდნა და განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს და დღეს უკვე საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის იყენებენ“, - აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ .

„პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ და შედეგებს უკვე ვიმკით. ის დაუღალავი შრომა, რომელიც იდეის განხორციელებისთვის გავწიეთ, უკვე დასრულებული სახით დგას აი აქ, საქართველოსთვის ერთერთ მნიშვნელოვან რეგიონში. იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის საწარმოები დიდ როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში და ეს იქნება ბრენდი, რომელის სახელს გაუთქვამს საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე. ეს არის ეფექტიანი თანამშრომლობა, კონკრეტული, მიღწეული შედეგით“, -აღნიშნა სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა გიორგი ლომიძემ.


აღსანიშნია, რომ გასული წლის ივლისში საფუძველჩაყრილი საწარმოს ამოქმდება, როგორც მაშინ BM.GE-ის კომპანიის და კომპანიის მმართველმა პარტნიორმა და დირექტორმა აკაკი ადამიამ განუცხადა, 2020 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა საწარმოს გახსნა, მხოლოდ ახლა - 2021 წლის სექტემბერში მოხერხდა.

„კომბუჩა ბრიუერს ჯორჯიას“ დირექტორის ინფორმაციით, საწარმოს პირველი ფაზის ჯამური მოცულო 700 000 ლარია, საიდანაც კომპნიის წილი დაახლოებით, 300 000 ლარი, „სტარტაპ საქართველოსი“ - 100 000 ლარი, ხოლო USAID-ZRDA-ს წილი 100 000 დოლარია.
საწარმო ოფიციალურად „საპარტნიორო ფონდის“აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ , აშშ-ის ელჩმა საქართველოში - კელი დეგნანმა, სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა გიორგი ლომიძემ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ქეთევან ჭუმბურიძემ გახსნეს.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, 2019-2021 წლებში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის გაწეულმა ერთობლივმა ინვესტიციამ 1, 500, 000 ლარზე მეტი,ხოლო ბენეფიციარების ჯამურმა თანამონაწილეობამ 1 050 000 ლარი შეადგინა.

„სტარტაპ სართველო“-ს და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანამშრომლობის მიზანი, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემოსავლების ზრდა და დასაქმების ხელშეწყობაა.
„სტარტაპ საქართველოს“ ამ ეტაპზე 112 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 92 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები