მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

გაზი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინფორმაციით, სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს.

კომპანიას, რომელიც აქამდე უზრუნველყოფდა მომარაგებას, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ლიცენზია უუქმდება.

"საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

კომისიის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში არსებული ბუნებრივი გაზის აბონენტების უწყვეტი და უსაფრთხო მომარაგების მიზნით, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურების გაწევას იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა გაზმომარაგებასაც ახორციელებდა შპს მამედი", - აღნიშნავენ სემეკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები