მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ ზარდიაანთკარში ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენისთვის 1.7 მლნ დაიხარჯება

63d16d7d344bd
BM.GE
25.01.23 23:00
731
2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში წლის ბოლომდე დასრულდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სამშენებლო ტრესტი #3" ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 694 285 ლარს მიიღებს.

ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით გორის მერიას 1 800 000 ლარი გასულ წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერებიდან ჩაერიცხა, თუმცა გარკვეული პროცედურების გამო ტენდერის გამოცხადება გადაიდო.

აღდგენითი სამუშაოები 28 სახლს ჩაუტარდება. მათ შორის გათვალისწინებულია კედლების დამუშავება-შეღებვა, იატაკის დაგება და სახურავის გადახურვა. პროცესი სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობა ყველაზე გვიან, 2013 წელს დაბრუნდა და ამ დრომდე ცხოვრება ავარიულ შენობებში უწევდათ. 14 წლის განმავლობაში ეს საკითხი სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განიხილეს, თუმცა თანხები მხოლოდ 2022 წელს გამოიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები