მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფელ ზემო ეწერში 560 მოქალაქიდან მაღალი ტემპერატურა არც ერთს არ აღენიშნება

5e8321f604313
ინგა მურუსიძე
31.03.20 15:00
691
ზუგდიდის რაიონის სოფელ ეწერში 560 მოქალაქეს ტერმოსკრინინგი ჩაუტარდა, - ამის შესახებ bm.ge-ს სამეგრელო ზემო-სავნეთის გუბერნატორის აპარატიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ამჯერად გამოკვლეული მოქალაქეებიდან მაღალი ტემპერატურა არც ერთს აღენიშნება.

მათი განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მესამე დღეა ადგილობრივებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს უტარებენ.

შეგახსენებთ: თერმოსკრინინგის ჩატარება ზედა ეწერში მას შემდეგ გადაწყდა, რაც სოფლის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ზედაეწერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელი ანზორ ქობალია გაეცნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები