მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელში მდებარე სახლები ბუტიკ არდადეგებისთვის - მაია წერეთელი ინიციატივის შესახებ

5ef62f0c8d43a
ნუცა ბაზლიძე
26.06.20 23:40
1966
KMS Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია წერეთელმა გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით წამოწყებულ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ბუტიკ არდადეგების მიმართულებას გულისხმობს.

„ვიფიქრეთ, შეგვექმნა პროდუქტი. დავაფუძნეთ არაკომერციული იურიდიული პირი, ჩამოვაყალიბეთ დოკუმენტაციის პაკეტი. შეიძლება ითქვას, შევქმენით სტანდარტი, თუ როგორ გადავაქციოთ სოფლად არსებული სახლები ჩვეულებრივ ბუტიკ სასტუმრო სახლებად. ნებისმიერი მსურველს უკვე გამზადებული მოთხოვნები ექნება სტანდარტების თვალსაზრისით“, - აღნიშნავს მაია წერეთელი.

მისივე განმარტებით, ინიციატივა განიხილება როგორც ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელიც შესაბამისი, მითითებული სტანდარტების მიხედვით, სახლების მცირე ბიზნესად და კომფორტული დასვენების შესაძლებლობად გადაქცევას გულისხმობს.

„დამსვენებლების გარკვეულ რაოდენობას უკვე აღარ სურს დიდ სასტუმროებში ჯგუფით და ავტობუსით განთავსება, სურთ, ნიშური ტურიზმით მიიღონ სიამოვნება“, - დასძენს მაია წერეთელი.

გადაცემაში საუბრისას, მაია წერეთელი აღნიშნავს, რომ პროექტისადმი გამოხმაურება საკმაოდ დიდია. როგორც ის განმარტავს, პროექტში მათი ჩართულობა არსებული სახლების მართვის სახითაც გამოიხატება.

„სურვილის შემთხვევაში, იქნება შესაძლებლობა გაწევრიანდნენ გაყიდვების სისტემაში, გახდნენ პორტალის ნაწილი, სადაც სახლები იქნება განთავსებული აღნიშნული სტანდარტების მიხედვით. ასევე მოსახლეობას შეეძლება, ფასების მიხედვით დაათვალიეროს შეთავაზებები“, - აღნიშნავს მაია წერეთელი და დასძენს, რომ ინიციატივა დასასვენებლად, დროებით სახლების გაცვლის ასპექტსაც მოიაზრებს.

ამასთან, როგორც მაია წერეთელი განმარტავს, პროექტით USAID-ის პროგრამა „ზრდა“ დაინტერესდა, რომელიც ერთ-ერთ რეგიონში სასტუმრო-სახლის მოწყობას დააფინანსებს. მისივე განმარტებით, კონკურსი მიმდინარეობს და გამარჯვებული სახლი თვის ბოლოს გამოვლინდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები