მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლები, რომელთაც დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

63b6c144b1a76
BM.GE
06.01.23 09:00
786
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. 

კერძოდ, კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 იანვარს 11:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში შოთა რუსთაველის, ფიროსმანის, დავით გურამიშვილის ქუჩებზე, ჩარგალეთში, ქედის უბანში.

11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში და სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.

12:00-დან 18:00 საათამდე დენი შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ქსანი, ვარდისუბანი, ოძისი, ბაქაქურები, მჭადიჯვარი, ხოლო 14:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში წინამძღვრიანთკარი, ზაქარო, ბურიანი, გალავანი, ბიწმენდი, კოტორაანთკარი, ვაშლიანი, საგურამო, ქ.მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე, ზაჰესში.

14:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, ნეძიხი, გუდრუხი, ხარტიშო, კანატია, ბზიკურთკარი, ზარიძეები, ქვემო ხორხი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები