მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი მიმდინარეობს

BM.GE
04.04.19 14:25
849
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი მიმდინარეობს. სოფელ ჭუბერის ყარის თემში 39 ოჯახს უკვე მოუმზადდა 93 ნახაზი. საერთო ჯამში, „ნენსკრა ჰიდრო“ 400-მდე ოჯახს გაუწევს დახმარებას, მიწის ნაკვეთების ჯამური ფართი კი 450 ჰა-ს აღწევს. ნაკვეთების დაგეგმვის, აზომვის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისა და მიწის რეგისტრაციის პროცედურების შესახებ კონსულტაციის ხარჯებს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად დაფარავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროექტის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, რადგან მფლობელობაში არსებული მიწის ოფიციალურად დარეგისტრირება მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემთ, განავითარონ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი ან საოჯახო ტიპის სასტუმროები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები