მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით სარგებლობისთვის ახალ რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელია|დეტალები

სოფლის განვითარების სააგენტო

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელია მათთვის ვინც უკვე რეგისტრირებელია ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტში - „ფერმერთა რეესტრი“.

"ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი წარმოადგენს ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც აერთიანებს მონაცემებს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად მოქმედი საწარმოების შესახებ.

რეგისტრაციისას ერთიან ელექტრონულ სისტემაში აისახება ბენეფიციარის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, მათ შორის, მონაცემები მიწის ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ.

რეგისტრაცია შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოში, როგორც თბილისში (თბილისი, დევი აბაშიძის 10ა), ასევე რეგიონებში. მუნიციპალიტეტებში მოქმედი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მისამართები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://rda.gov.ge/contact/contact)",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 1 ივლისს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის აქამდე არსებული მოდელი. „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამამ“, ფაქტობრივად, ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა და ჩაანაცვლა მანამდე არსებული რამდენიმე პროექტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები