მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ მთავარი გამოწვევაა

სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ მთავარი გამოწვევაა. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის დასკვნა აჩვენებს, რომ სახელმწიფო და დონორული დაფინანსების მიუხედავად, აგრომეწარმეებს დაფინანსების მოპოვება მაინც უჭირთ. მიზეზებს შორისაა ფერმერული მეურნეობის მართვის ცოდნის ნაკლებობა; მაღალი საპროცენტო განაკვეთი, განსაკუთრებით მცირე ზომის, სახელმწიფოს მხრიდან არასუბსიდირებულ სესხებზე; აგრომეწარმის არასაკმარისი შემოსავლები სესხის მომსახურებისთვის და საკმარისი ლიკვიდური უძრავი ქონების არარსებობა გირაოს მიზნებისთვის; მცირე მეწარმეები აქცენტს აკეთებენ იმ გარემოებაზეც, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არმონაწილეობა მნიშვნელოვნად აძვირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებს, რაც ფინანსებზე წვდომაში დამატებით ბარიერს ქმნის. რა შეცვალა სახელმწიფო თანადაფინანსებამ აგროსექტორში, კიდევ რა გამოწვევები აქვთ ფერმერებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით და სად ხედავენ გამოსავალს?

სტუმარი: ბექა გონაშვილი - ფერმერი, აგროქიზიყის დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები