მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობაში პოლიტიკური მიზნებისთვის სუბსიდიებს წერტილი უნდა დაესვას - ეკონომისტი

აისეტი

"წერტილი უნდა დაესვას სოფლის მეურნეობის სექტორში პოლიტიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად სუბსიდიების გაცემას“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა სალომე გელაშვილმა წამყვანის შესაბამის კითხვას.

"ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი არის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ობიექტურად აფასებს ნებისმიერი პროექტის შედეგებს; ჩვენი კვლევები წინასწარ არასდროსაა ორიენტირებული არც კრიტიკაზე და არც - ქებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, ამის სწორად აღქმა და შეფასება. ახლაც კი, თუ დავაკვირდებით პროექტებს და მათ დაგეგმარებას, ვნახავთ, რომ ხშირად დარგში სუბსიდირება და დაფინანსება ხდება არა დარგის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, არამედ სხვა პოლიტიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად. ამ გამოწვევების გადასაჭრელად არსებობს სოციალური პროგრამები. სოფლის მეურნეობის დარგში პროგრამები კი, მიზნად უნდა ისახავდეს სექტორში წარმოების, ინვესტიციების და დასაქმების ხელშეწყობას“, - თქვა სალომე გელაშვილმა.

რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა „წერტილის“ წამყვანის ამ უცვლელ კითხვაზე პასუხის დროსაც აქცენტი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების დივერსიფიკაციის საჭიროებაზე გააკეთა.

"დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ჩართულია სოფლის მეურნეობაში, რადგან მას დასაქმების სხვა ალტერნატივა არ აქვს. მნიშვნელოვანია, სოფლად დასაქმების დივერსიფიკაცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, რომელიც არის საფუძველი ნებისმიერი სექტორის განვითარებისთვის, მაგრამ ამისთვის თვითონ მთავრობასაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ მოსახლეობა იყოს განათლებული; აღსანიშნავია ისიც, რომ შემდგომში განათლებულ მოსახლეობასთან კომუნიკაციაც უფრო რთულია, რადგან ეს ნიშნავს უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას, უფრო მეტ თავისუფლებას და ეს შეიძლება, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის გამოწვევა იყოს. რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ევროპისკენ სვლა და იმ ღირებულებების ერთგულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისთვის ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სალომე გელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები