მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის დარგში გონივრულ სუბსიდიად ფერმერის კვალიფიკაციის ამაღლება ჩაითვლება - agronnect

ფერმერი

სწორად და მიზანმიმართულად განხორციელებული სუბსიდირება საქართველოს სოფლის მეურნეობაში აუცილებელია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მისი თქმით, თხილის სუბსიდირების პროგრამა 2024 წელსაც გაგრძელდება და ამ მიმართულებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის დარგი სუბსიდირებაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით არამხოლოდ ყურძნის, არამედ თხილისა და ვაშლის სუბსიდირებაც ფინანსდება. დარგის წარმომადგენლები აღნიშნულ მექანიზმს, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ ამ გზით სახელმწიფო ფერმერს აზარმაცებს, რომელიც ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე მოტივირებული აღარ არის.

agronnect-ის პროექტის მენეჯერი დიანა ბერია ამბობს, რომ სუბსიდირება სოფლის მეურნეობის დარგში გამართლებულია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გონივრულია და მაგალითად ფერმერის კვალიფიკაციის ამაღლებას უკავშირდება.

“ორ ნაწილად დავყოფ სუბსიდირების თემას. ნებისმიერ სხვა დარგში შეიძლება არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი სუბსიდირება როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში. თუმცა სუბსიდირებაც უნდა იყოს გონივრული. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითისთვის, რომ ჩვენ სუბსიდირება გავუკეთოთ ფერმერებს როგორიცაა მაგალითად დაზიანებული ვაშლის სუბსიდირება ეს ფერმერებს პირიქით გააზარმაცებს, მათ არ ექნებათ მოტივაცია, რომ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია და იყვნენ კონკურენტუნარიანები. ასეთი სუბსიდირება ვერ იქნება გამართლებული.

ყველანაირ სუბსიდირებას სჭირდება გონივრული ნაბიჯი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დავუსუბსიდიროთ ფერმერებს ცოდნის ნაწილი, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ტრენინგებს და გადამზადებას. ეს არ არის დღეს მიმზიდველი ფერმერებისთვის და ვერც იქნება. სოფლის მეურნეობა არ არის მხოლოდ სატრენინგო მოდული მიწოდება ფერმერებისთვის ეს არის რეალურად ველზე სამუშაო ნაწილის შესრულება და შემდგომ პერიოდულად ცოდნის მიწოდება. მუდმივად განახლებადი დარგია და კლიმატური ცვლილებები იმდენად გავლენას ახდენს სექტორზე, შეუძლებელია ახალი თუ არ ისწავლეს ძველი მიდგომებით მიყვნენ. ამ ნაწილში გონივრული სუბსიდირება იქნება”, - აცხადებს agronnect პროექტის მენეჯერი დიანა ბერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები