მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობის მინისტრის ორი მრჩევლის ჯამური ხელფასი 10 108 ლარია, ვინაობა უცნობია

ოთარ შამუგია

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას ორი მრჩეველი ჰყავს და მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ჯამურად 10 108 ლარია (დარიცხული ოდენობა).

ამის შესახებ ინფორმაცია „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ სამინისტროდან გამოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის და ასევე, სამინისტროში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულთა ვინაობის და სახელფასო ანაზღაურების შესახებ საჯარო ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ BMG-მაც გამოითხოვა, მაგრამ ჩვენ არც ვინაობის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს და არც - თანამდებობრივი სარგოები.

რაც შეეხება მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობებს, როგორც დეპუტატის კითხვის პასუხად, როგორც სამინისტროს მიერ მომზადებულ წერილობით პასუხშია აღნიშნული, „მრჩევლის პოზიციებზე დასაქმებული პირების უფლებამოსილება ითვალისწინებს დარგობრივი მიმართულებების განვითარების ეფექტიანი სქემებისა და მიდგომების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები