საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 665 000 000 მილიონი ლარი. წინადადებების მიღება დაიწყება 28 მაისს და დასრულდება 2 ივნისს.
სამუშაოების შესრულების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 01 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონფერენციო დარბაზი უნდა აშენდეს სამინისტროს ტერიტორიაზე, კერძოდ, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე.




























