მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული 3 212 პროექტი დასრულდა - სამინისტრო

no photo
BM.GE
21.10.19 23:00
934
მოსახლეობის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შერჩეული 4 808 პროექტიდან, ამ ეტაპზე 3 212 უკვე დასრულებულია - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიაწოდა.

პროგრამით, რომელიც 2019 წლის იანვრიდან აღდგა, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. 10-დან 20 ათას ლარამდე თანხა კი, დასახლებაში, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებიდან, ყველაზე ხშირია მოთხოვნა, სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაციაზე; ასევე, სპორტული დარბაზის კეთილმოწყობაზე და წყაროს მოპირკეთებაზე. ამას გარდა, აქტუალურია, საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება, საცალფეხო ხიდის შეკეთება და შიდა გზების მოხრეშვა. 

სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დასრულებული პროექტების ღირებულება, ამ დროისთვის, 31 277 762 მილიონი ლარია, ხოლო პროექტების სავარაუდო ღირებულება - 46 მილიონი. დანარჩენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები