მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SoftBank-ი OpenAI-ში $30 მილიარდის ინვესტირებას განიხილავს

OpenAI და Softbank

წამყვანი იაპონური ფინანსური ინსტიტუტი, SoftBank Group-ი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ სტარტაპ OpenAI-ში დამატებით $30 მილიარდის ინვესტირებას განიხილავს.

არსებული ინფორმაციით, საინვესტიციო ბანკი არ იქნება ერთადერთი მსხვილი მოთამაშე, რომელიც სემ ოლტმენის სტარტაპში ინვესტიციას ჩადებს, რადგან უახლოეს მომავალში დაგეგმილ ახალ დაფინანსების რაუნდზე OpenAI $100 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, რაც მის შეფასებას $830 მილიარდამდე გაზრდის. როგორც Rueters-ს წყარო უყვება, ამჟამად SoftBank-ი საკითხზე საჯაროდ არ საუბრობს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული კვლავ არ არის.

ფაქტი, რომ OpenAI-ში ინვესტირებით მსხვილი მოთამაშეები კვლავ არიან დაინტერესებული, მიუთითებს, რომ სტარტაპის მიმართ დიდი ნდობა არსებობს. ინვესტორები მოელიან, რომ ამჟამად წაგებიანი ბიზნესი დროთა განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია იქნება. აღსანიშნავია, რომ OpenAI მომავალ წელს საფონდო ბირჟაზე გასვლასა და საჯარო კომპანიად გადაქცევას გეგმავს. ეს კი SoftBank-ის მსგავს ინვესტორებს მნიშვნელოვან მოგებას მოუტანს, რადგან მათი წილი სტარტაპში დაფინანსების ყოველი რაუნდის შემდეგ იზრდება.

შეგახსენებთ, იაპონური ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მასაიოში სონმა საჯაროდ განაცხადა, რომ საინვესტიციო ბანკი მთელ თავის ფსონს OpenAI-ზე დებს და სჯერა, რომ ეს სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წამყვან კომპანიად ჩამოყალიბდება. სწორედ ამ რწმენით აიხსნება ის ფაქტი, რომ გასული წლის ბოლოს SoftBank-მა OpenAI-ში დამატებით $41 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა და მისი წილი კერძო სტარტაპში 11%-მდე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები