მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SoftBank-ის საინვესტიციო დეპარტამენტი $32-მილიარდიან ზარალზეა

645cb459d0de3
გიორგი თოლორდავა
11.05.23 13:48
922
უმსხვილესი იაპონური საინვესტიციო ჰოლდინგი ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ SoftBank-ის საინვესტიციო დეპარტამენტი, Vision Fund-ი გასული წლის განმავლობაში $32-მილიარდიან ზარალზე გავიდა.

საფინანსო ჰოლდინგის უაღრესად იმედგამაცრუებელი შედეგები საფონდო ბირჟების დაღმასვლითა და იმ კომპანიების აქციების ვარდნითაა განპირობებული, რომელთაც Vision Fund-ი ფლობს.

საგულისხმოა, რომ Vision Fund-ი, უმეტესწილად, ინვესტიციებს მაღალტექნოლოგიურ სექტორსა და ინოვაციურ პროექტებში ახორციელებს. ბუნებრივია, ზრდის მაღალ პოტენციალს თან ახლავს რისკებიც. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ SoftBank-ი ორი თვის წინ გაკოტრებული SVB ბანკის მსხვილი აქციონერიც იყო, რის შედეგსაც ახლა უკვე ფინანსურ ანგარიშგებაშიც ვხედავთ. 

SoftBank-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მასაიოში სონის განცხადებით, საინვესტიციო ჰოლდინგი უახლოეს მომავალში „კონსერვატიულ და თავდაცვით“ სტრატეგიაზე გადაერთვება, რაც რისკების შემცირებას და წამგებიანი პოზიციების დახურვას გულისხმობს. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, Vision Fund-მა უკვე დაიწყო Uber-სა და Opendoor-ში ინვესტიციების შემცირების პროცესი.

SoftBank-ი ტოკიოში 1981 წელს დაფუძნდა და ის იაპონიის მასშტაბით უმსხვილესი საფინანსო ჰოლდინგია, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 55 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, 2021 წელს SoftBank-ის საბაზრო ღირებულება 175 მილიარდ დოლარს აღწევდა.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები