მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SoftBank-მა $7.2 მილიარდის ღირებულების Alibaba-ს აქციები გაყიდა

6437b922c1a7c
გიორგი თოლორდავა
13.04.23 12:11
1233
უმსხვილესმა იაპონურმა საფინანსო ორგანიზაცია SoftBank-მა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Alibaba-ში ინვესტიციის მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

Financial Times-ის ინფორმაციით, ბანკმა ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 7.2 მილიარდი დოლარის ღირებულების Alibaba-ს აქციები გაყიდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები SoftBank-ს ინვესტორებისთვის ჯერაც არ განუმარტავს.

აღსანიშნავია, რომ SoftBank-ი კომპანია Alibaba-ს უმსხვილესი აქციონერი იყო და 2020 წელს ის ტექნოლოგიური გიგანტის 25%-იან წილს აკონტროლებდა, თავად ამ ინვესტიციის მოცულობა კი 100 მილიარდ დოლარს აღწევდა.

ამჟამად SoftBank-ის საინვესტიციო დეპარტამენტი $5-მილიარდიან წლიურ ზარალზეა, რაც საფონდო ბირჟების დაღმასვლითა და იმ კომპანიების აქციების ვარდნითაა განპირობებული, რომელთაც ბანკი ფლობს. საგულისხმოა, რომ SoftBank-ი უმეტესწილად ინვესტიციებს მაღალტექნოლოგიურ სექტორსა და ინოვაციურ პროექტებში ახორციელებს. ბუნებრივია, ზრდის მაღალ პოტენციალს თან ახლავს რისკებიც, რისი თვალსაჩინო მაგალითიც SoftBank-ის ფინანსური შედეგებია.

SoftBank-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მასაიოში სონის განცხადებით, საინვესტიციო ჰოლდინგი უახლოეს მომავალში „კონსერვატიულ და თავდაცვით“ სტრატეგიაზე გადაერთვება, რაც რისკების შემცირებას და წამგებიანი პოზიციების დახურვას გულისხმობს. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, ბანკმა უკვე დაიწყო Uber-სა და Opendoor-ში ინვესტიციების შემცირების პროცესი, როგორც ჩანს, ამ სიას Alibaba-ც შეემატა.

ბუნებრივია, ზემოხსენებული სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს. ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Alibaba-ს აქციების ღირებულება თითქმის 3%-ით შემცირდა.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები