მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SoftBank-მა $5.4 მილიარდად რობოტების მწარმოებელი შეისყიდა

softbank

იაპონურმა SoftBank-მა 5.4 მილიარდ დოლარად შვეიცარიული ABB Holding-ის საკუთრებაში არსებული რობოტების მწარმოებელი შვილობილი კომპანია შეიძინა.

SoftBank-ის დამფუძნებლის, მასაიოში სონის განცხადებით, საინვესტიციო ჰოლდინგს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის მიმართულებით პოზიციების გამყარება სურს, რადგან SoftBank-ის ანალიტიკოსები ამ სექტორში ზრდის არნახულ პოტენციალს ხედავენ და რისკის აღებას გამართლებულად მიიჩნევენ.

მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი გარიგებას დაადასტურებს, შვილობილი კომპანია ABB Holding-ს გამოეყოფა და ის დამოუკიდებლად დაიწყებს ოპერირებას. დიდი ალბათობით, სტარტაპი სხვა AI-კომპანიებთან, მათ შორის: OpenAI-ისთან, NVIDIA-სთან და Oracle-სთან დაიწყებს თანამშრომლობას, რაც სწორედ SoftBank-ის მხარდაჭერით იქნება განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები