„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა“ და „მეწარმე ქალთა ასოციაცია - ავე“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა - ნოდარ ყანჩაველმა და „მეწარმე ქალთა ასოციაცია - ავეს“ პრეზიდენტმა - მარიამ ჩიკოპაიძემ. მემორენდუმის მიზანია, მხარეების ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეეწყოს მეწარმე ქალების გაძლიერებას და მხარდაჭერას. ქალთა გაძლიერება - “სოკარის“ გრძელვადიანი CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.