მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან“ პირობითი ვალდებულების შეთანხმება გაფორმდა - რა დაავალა GCCA-მ კომპანიას?

SOCAR

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, მომხმარებლის სასარგებლოდ, ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზაციის სექტორში, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან“ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

კერძოდ, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

  • მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, 30 კალენდარული დღით ადრე, მიაწოდოს ინფორმაცია „ენერჯი ბარათით“ გათვალისწინებული ფასდაკლებით სარგებლობის და ქულების დარიცხვის წესებისა და პირობების ცვლილების თაობაზე.
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია დაგროვილი ქულების შესახებ და ლოიალობით გათვალისწინებული ბონუსის შესახებ.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, კომპანიას განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები