“სოკარი" მომხმარებლებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
BM.GE
22.09.22 12:27
• 325
კომპანია სოკარი მომხმარებლებს თაღლითური სქემის გან გადარჩენისთვის გაფრთხილებას ავრცელებს. სოკარის ინფორმაციით კომპანიის სახელით სხვადასხვა ტიპის შეტყობინება ვრცელდება, რომლითაც საზოგადოებას სოკარში აქტივების დაბანდებას სთავაზობენ. კომპანია სოკარი საზოგადოებას აფრთხილებს, არ მოტყუვდნენ და არ გადაიხადონ თანხა მსგავსი ტიპის შეთავაზებებში. ვებ-გვერდისა და ოფიციალური Facebook გვერდის გარდა, მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, ინფორმაციის ნამდვილობა სოკარის ცხელ ხაზზე გადაამოწმონ.