სოკარმა სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა, წარადგინა
BM.GE
19.11.18 09:20
• 1148
„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა, „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ წარადგინა. ახალი პლატფორმა მოიცავს, გარემოს დაცვას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, ქალთა გაძლიერებას და შშმ პირებისა და ხანდაზმულების მხარდაჭერას. თავის მხრივ ეს მიმართულებები რამდენიმე პროექტს მოიცავს, მათ შორის კომპანია ავტოგასამართ სადგურებზე, საქართველოს მასშტაბით ქმნის ელექტროსატენების ქსელს, რაც უზრუნველყოფს ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და მეტად გავრცელებას. ასევე ახალგაზრდების მხარდასაჭერად, „სოკარი“პრობონო სერვისების განვითარების მიმართულებით ახდენს საკუთარი გამოცდილებისა და კომპეტენციის გავრცელებას პროფესიულ სასწავლებლებში. პრეზენტაციის შემდეგ კი პანელური დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სოკარის პარტნიორების და ექსპერტები იღებდნენ.