მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოკარში" საწვავის ფასი შემცირდა

სოკარი
19.10.24 10:00
343

"სოკარმა" საქართველოს მასშტაბით, ყველა ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ფასი შეამცირა.

ორივე ტიპის „ევრო 5 დიზელს“ კომპანიაში 15 თეთრით იაფად, ხოლო „ნანო პრემიუმსა“ და „ნანო ევრო 5 რეგულარს“ 13 თეთრით იაფად შეძლებთ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასების კლება გამოწვეულია საერთაშორისო პლაცზე საწვავის ფასის შემცირებით.

განახლებული ფასები SOCAR-ის საწვავის პროდუქტებზე შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ნანო პრემიუმი: 3.16 ₾
  • ნანო ევრო 5 რეგულარი : 2.97 ₾
  • ნანო ევრო 5 დიზელი: 3.15 ₾
  • ევრო 5 დიზელი: 3.06 ₾

ფასების შემცირების გარდა, სოკარი „ენერჯი ბარათის“ მფლობელებს სთავაზობს დამატებით ფასდაკლებებს - 1 ლიტრ შეძენილ ბენზინსა და დიზელზე:

  • 10+3 (10 თეთრი ფასდაკლება, 3 თეთრი დაგროვება) სარგებელი ყოველდღე.
  • 15+3 (15 თეთრი ფასდაკლება, 3 თეთრი დაგროვება) სარგებელი პარასკევს და შაბათს.

„ენერჯი ბარათის“ აღება შესაძლებელია სოკარის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, უფასოდ.

შეგახსენებთ, რომ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობპროდუქტების დისტრიბუტორია და მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ავტოგასამართ სადგურებს, მომსახურების მაღალ სტანდარტს და უმაღლესი ხარისხის ევროპულ ევრო 5 ტიპის „ნანო“ დანამატიან საწვავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები