მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოხუმის უნივერსიტეტს საერთოდ არ აქვს აგრარული მიმართულება და ჰაერიდან უნდა გააჩინოს?" - ნანა დიხამინჯია

ნანა დიხამინჯია

კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი ნანა დიხამინჯია "ოცნების" მთავრობის მიერ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებულ მორიგ ცვლილებას აფასებს და პასუხგაუცემელ კითხვებს სვამს.

საქმე ისაა, რომ დღეს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით განაწილდება. ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს, რომელი ფაკულტეტები ერგო.

"ჯერ ერთი, ეს რა ჩამონათვალია? პროგრამებს ველოდებოდით და ზოგადი მიმართულებები მოგვაჩეჩეს ისევ?

ABET აკრედიტაციას ხელი ვერ ახლეს და STEM პროგრამები დაარქვეს კომპიუტერულ ინჟინერიას და კომპიუტერულ მეცნიერებას ილიაში? ეს სამარცხვინო თაღლითები!

ანუ კომპიუტერული მეცნიერება თსუშიც იქნება და ილიაშიც, მაგრამ ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი? კომპიუტერული ინჟინერიაც ილიაშიც იქნება და ტექნიკურშიც, მაგრამ ერთი ქალაქი - ერთი უნივერსიტეტი?

ტრადიციულად არ ჰქონდა კომპიუტერული ინჟინერია ილიას, მაგრამ ABET აკრედიტაციის დაკარგვის შეეშინდათ და დაუტოვეს, სამაგიეროდ, საბუნებისმეტყველო პროგრამები წაართვეს, რომელთა კვლევებს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს საქართველოდან? და უცხო ენები არ იყო ტრადიციულად ილიასი? რა გამოდის, წელს ილიას უნივერსიტეტმა 4000 სტუდენტის ნაცვლად 200 უნდა მიიღოს?

და ტექნიკურმა დაკარგა კომპიუტერული მეცნიერება, მაგრამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ყველა მანდ რჩება?

თსუს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები რჩებაო - ამ სახელის ფაკულტეტში შედიოდა ელექტრული ინჟინერიაც და გეოლოგიაც და რომელს რჩება - თსუს თუ ტექნიკურს, ვერ ამბობენ პირდაპირ?

სოხუმის უნივერსიტეტისგან ნინიას ბაღი უნდა დარჩეს? რა აგრარული სპეციალობები? საერთოდ არ აქვს აგრარული სოხუმის უნივერსიტეტს და ჰაერიდან უნდა გააჩინოს 5 თვეში? წარმოდგენა მაინც გაქვთ, დღეს აგრარულ მიმართულებებს როგორი ცოდნა და ლაბორატორიები სჭირდება?

ჰორაიზონის გრანტებია ახლა გამოცხადებული, როგორ უნდა მიიღოს ილიამ და სოხუმმა მონაწილეობა, თუ ყველა პროგრამა წაართვეს? ან გაცვლით პროგრამებს რა უყოს?

მეცნიერ ქალთა დღეაო და ცალი თვალით მაინც შეიხედოს ამ უვიცმა მინისტრმა, როგორი მეცნიერი ქალები ჰყავს ილიას საბუნებისმეტყველო მიმართულებით - როგორი კვლევები ტარდება, რა სტატიები აქვთ, როგორი სამეცნიერო რეიტინგები. მაგრად მოულოცა.

"ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები - მრავალფუნქციური სპეციალობები" - ქუთაისში ორი უნივერსიტეტია სახელმწიფო და ეს რა ტექსტია, ვის რა რჩება?

ქვეყნის დამანგრეველები ესენი!", - წერს ნანა დიხამინჯია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები