გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გაყალბებული არჩევნებიდან ჩამოყალიბებული პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს.
"გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა მშვიდობიანი აქციის ყველა მონაწილეს საქართველოში.
A parliament that has emerged from rigged elections must not meet. Solidarity with all peaceful protesters in Georgia.
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) November 25, 2024
🇬🇪🇪🇺🫶 pic.twitter.com/8SlmC2ecT9
დღეს, 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა, რომელიც საკანონდებლო ორგანოსთან მოქალაქეების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.