მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს. ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე. ეს ადგილი უსაფრთხოა? - გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერი თბილისის აეროპორტში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობას უცხადებს. ის მომხდარს სირცხვილს უწოდებს.

"სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში. TAV Airports: ეს ადგილი უსაფრთხოა? იქნება შედეგები?",- წერს ელჩი X-ზე.

ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, დღეს კვერცხები ესროლეს საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები