ქართული დიასპორების მოძრაობა "ქარები" სოციალურ ქსელში 7-8 დეკემბერს, მსოფლიოს ქალაქებში დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
დემონსტრაციების მიზანი საქართველოსთვის სოლიდარობის გამოცხადებაა.
დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც აზიარებს: "საქართველოს თავისუფლებას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება".
სად და როდის გაიმართება საპროტესტო დემონსტრაციები:
საპროტესტო, პროევროპული აქცია თბილისში 7 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, დღის საათებშიც შეიკრიბებიან.