ხვალ, 7 დეკემბერს თბილისში, სხვადასხვა დროს აქცია-მსვლელობა იგეგმება.
11:00 საათზე: ფილარმონიასთან ემიგრანტები საპროტესტო აქციას გამართავენ - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მდგარმა მოქალაქემ "პირველებთან" განაცხადა. ევროპული მომავლის მცველმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. "ხვალ იმ ემიგრანტებს, რომლებიც სპეციალურად აქციისთვის ჩამოვიდნენ ქვეყნის დასაცავად, 11:00 საათზე აქცია გვაქვს ფილარმონიასთან. ვთხოვ ყველას, შემოგვიერთდით. გამოდით, ნუ უყურებთ სახლებიდან, როგორ გვარბევენ", - ამბობს მოქალაქე.
13:00 საათზე: პარლამენტთან აქცია გაიმართება. „ვინაიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ღამღამობით პროტესტს აქვს მოცული, საჭიროა, რომ ბრძოლა დღის განმავლობაშიც გავაგრძელოთ და ქალაქში მუდმივად ისმოდეს პროტესტის ხმა! მაშინ, როდესაც სისტემა დღისითაც არ ჩერდება და სახლებში უვარდება ჩვენს მეგობრებს, არ გვაქვს მოდუნების დრო! სოლიდარობა უკანონოდ დაკავებულებს", - აღნიშნულია აქციის ღონისძიებაში.
15:00 საათზე: საქართველოს უნივერსიტეტის ეზოში ვიწყებთ შეკრებას და დაორგანიზებას. მსვლელობა კი თავისუფლების მოედნამდე 18:00სთ-ზე ვინაიდან შეძლოს სტუდენტების უმრავლესობამ მოსვლა!.. შემოგვიერთდით, ეს მსვლელობა ჩვენ სტუდენტს ლუკა ჯაბუას მივუძღვნათ", - ავრცელებს საქართველოს უნივერსიტეტი.
17:00 საათზე: სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს - ამ ლოზუნგით, თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. ინფორმაციას ორგანიზაცია "გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს.