დღეს,16:00 საათზე, კორნელი ჩალაძის 2-ში, დიღმის იზოლატორთან სოლიდარობის აქცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე უკანონოდ დაკავებულებს.
"ვმართავთ იმ 300-მდე მოქალაქის მხარდასაჭერ აქციას, რომლებიც საქართველოს ევროპული არჩევანისთვის ბრძოლაში სამოქალაქო პროტესტების დროს უკანონოდ დააკავეს. ერთად დგომით, ჩვენი ხმის გაგონებით ვაჩვენოთ სოლიდარობა ქვეყნის სიყვარულისთვის უკანონოდ დაკავებულებს!", - ვკითხულობთ განცხადებაში.