მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოლიდარობის ფონდები, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად შეიქმნა

პოლიცია სპეცრაზმი საპროტესტო აქცია რუსთაველი

ინფორმაცია განახლებადია

საქართველოში, ახალი არჩევნებისა და უდანაშაულოდ აქციაზე დაკავებულების გამოშვების მოთხოვნით, პროევროპული უწყვეტი პროტესტი 21-ე დღეა გრძელდება.

28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციების მონაწილეების, აქციაზე დაშავებული ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად, ქვეყანაში სოლიდარობის რამდენიმე ფონდი შეიქმნა. მათ შორის არის: ნიკა გილაურის ინიციატივით დაარსებული ფონდი Prosperity Georgia, საქართველოს უნივერსიტეტის ფონდი; საგაფიცვო ფონდი, რომელიც კულტურისა და მედიის სფეროში დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „გილდიამ" დააფუძნა და ნანუკა ჟორჟოლიანის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სხვებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ 2020 წელს დაარსდა.

ნიკა გილაურის სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia: ნიკა გილაურმა, აქციაზე ნაცემი/დაშავებული მოქალაქეების, ჟურნალისტების, სამსახურში გაფიცული და სამუშაო ადგილებიდან წასული ადამიანების დასახმარებლად ფონდი რამდენიმე დღის წინ დააფუძნა. ბოლო ინფორმაციით, როგორც გილაურმა თავად განაცხადა, თანხა 200-ზე მეტმა ადამიანმა და ბიზნესმა ჩარიცხა.

დახმარების მსურველებმა, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ნომერზე: 577 53 09 10 რომელიც იმუშავებს 24 საათის განმავლობაში.

ფონდში თანამონაწილეობისთვის თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე საქართველოს ბანკში და თიბისი ბანკში:

საქართველოს ბანკი

მიმღები: ააიპ ფროსფერითი ჯორჯია

ანგარიშის ნომერი ლარში: GE79BG0000000602685123 GEL

ანგარიშის ნომერი აშშ დოლარში და ევროში: GE53BG0000000602551537USD/EU

თიბისი ბანკი

მიმღები: ააიპ ფროსფერითი ჯორჯია

ანგარიშის ნომერი ლარში: GE29TB7549436020100009 GEL

ანგარიშის ნომერი აშშ დოლარში და ევროში: GE53BG0000000602551537 USD/EUR


საქართველოს უნივერსიტეტის ფონდი: საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად, საქართველოს უნივერსიტეტმა 200 000 ლარიანი ფონდი შექმნა. ამის შესახებ უნივერსიტეტმა განცხადება თავად გაავრცელა. საქართველოს უნივერსიტეტმა წამოიწყო გამოწვევა #გაემიჯნე და გამოყოფს 200,000 - ლარიან ფონდს, საიდანაც 1 წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება. საქართველოს უნივერსიტეტი პატრიოტული სულისკვეთების კომპანიებს იწვევს, შესაძლებლობის ფარგლებში, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას და მხარი დაუჭირონ საჯარო სამსახურების გამბედავ თანამშრომლებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.


საგაფიცვო ფონდი
, რომელიც "გილდიამ" გაფიცულთა იმ ნაწილის მხარდასაჭერად დააფუძნა, ვისი შემოსავალიც "გამომუშავების” პრინციპს ეფუძნება.
"გაუწყებთ, რომ ვაფუძნებთ საგაფიცვო ფონდს გაფიცულთა იმ ნაწილის მხარდასაჭერად, ვისი შემოსავალიც "გამომუშავების” პრინციპს ეფუძნება. თუ ფიქრობთ, რომ გაფიცვა მნიშვნელოვანია, დაგვეხმარეთ შევქმნათ პრეცედენტი, სადაც გაფიცულთა პირველი მერცხალი მიიღებს საზოგადოებრივ სოლიდარობას", - გაავრცელა განცხადება "გილდიამ".

ანგარიშის ნომერი - #GE21BG0000000603338492
მიმღები - ა.ა.ი.პ მშრომელთა კავშირი
დანიშნულება - გააძლიერე გაფიცვა


ნანუკას ფონდი:
ნანუკა ჟორჟოლიანის საქველმოქმედო ფონდი
2020 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია, - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. ეს ფონდი პროევროპული აქციების მიმდინარეობისას აგროვებს თანხას სხვადასხმა მიზნით, მათ შორის, დემონსტრაციებისას თავდაცვითი აღჭურვილობის - რესპირატორების, სათვალეების, აირწინაღების, ასევე ტანისამოსის შესაძენად. ფონდი თანხას აგროვებდა 2024 წლის გაზაფხულზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების დროსაც, მათ შორის დაკავებულთა ჯარიმების გადასახდელად.

ნანუკა ჟორჟოლიანმა 1 დეკემბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია ფონდში შესული თანხების შესახებ. „გაბარებთ ბოლო ორი დღის ანგარიშს რომ იცოდეთ, ერთი დღე, რა ხარჯებთანაა დაკავშირებული“, - დაწერა მან.

„29 ნოემბერი - 51, 980 ₾

1. 37880₾ - 1000რესპირატორი(15₾). 500 რესპირატორი (20₾). 400 სათვალე (7₾). 42 რესპირატორი (50₾). 228 რესპირატორი (35₾).(თანხა ჩაერიცხა ა.გ.)

2. 1000₾ -პატიმარ ანატოლ გიგაურის ოჯახის ფინანსური დახმარება (თანხა ჩაერიცხა მ.თ)

4. 13100₾ - 150 აირწინათი(15₾). 150 აირწინათი(10₾). 800აირწინაღი(8₾). 125 სათვალე და სახის ნიღაბი (თანხა ჩაერიცხა ა.გ)

30 ნოემბერი - 57, 919 ₾

1. 500₾ - 20 აირწინაღის შეძენა (25₾) (თანხა ჩაერიცხა ა.გ.)

2. 2352 ₾- 392 თბილი ქუდი (6₾) ( თანხა ჩაერიცხა ა.გ.)

3. 2482 ₾ - 446 თბილი ქუდი (6₾)( თანხა ჩაერიცხა ა.გ.)

4. 21980₾ - 2600 სათვალე( 7₾) 630 ჩაფხუტი (6₾) (თანხა ჩაერიცხა ლ.მ.)

5. 860₾ - 86 ჩაფხუტი (10₾) ( თანხა ჩაერიცხა ლ.ჩ.)

6. 10000₾ - 1000 ჩაფხუტი (10₾) (თანხა ჩაერიცხა ბ.ე.)

7. 2055₾ - 137 აირწინაღის შეძენა(15₾) (თანხა ჩაერიცხა გ.გ)

8. 17690₾ - 1400 სათვალე (8₾) 500 აირწინაღი (10₾) 490 რესპირატორიანი აირწინაღი (15₾) ( თანხა ჩაერიცხა გ.ლ.)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები