სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია სატრანსპორტო დერეფნის პროექტ „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელებისთვის აუცილებელია. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანის ამ განცხადებას სომხური და აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ამჟამადგარკვეული სამუშაო პროცესები მიმდინარეობს და შესაფერის დროს დემარკაციის პროცესი გაგრძელდება... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადგილზეც მოხდება, რადგან კომუნიკაციებისა და TRIPP-ის პროექტის დასაწყებად, სულ მცირე, საზღვრის ეს მონაკვეთები დემარკირებული უნდა იყოს“, - განაცხადა ფაშინიანმა, საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
სომხეთის პრემიერის ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
„ეს სამუშაო დელიკატურ მიდგომას მოითხოვს. ახლა დოკუმენტების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს იმისთვის რომ გათვალისწინებული იყოს ეს დეტალები“, - განაცხადა პრემიერმა.
8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ეს იგივეა, რასაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებენ, რაც რეალურად არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან. თავის მხრივ ამერიკას "ტრამპის მარშრუტზე" კონტროლი 100 წლით უნდა. აღსანიშნავია, რომ "ტრამპის მარშრუტი" მოიცავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურას რკინიგზას, საავტომობილო გზას და ენერგომილსადენებს.




























