მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთ-ირანის მესამე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის 85%-ით შესრულებულია - მინისტრის მოადგილე

სომხეთი
01.10.24 20:08
215

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის აკოფ ვარდანიანის განცხადებით, სომხეთ-ირანის ელექტროგადამცემი მესამე ხაზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და 85% უკვე აშენებულია. ამის შესახებ მან 30 სექტემბერს ერევანში გამართულ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე განაცხადა. ინფორმაციას BMG-ის სომხეთის ბიურო ავრცელებს.

400 კვტ ძაბვის გადამცემი ხაზი საათში 1200 მეგავატი სიმძლავრის იქნება. ხაზის სიგრძე 280 კილომეტრია და ასევე გაიხსნება 400 კვტ-ის ქვესადგური სიუნიკის ოლქში.

გარდა ამისა კიდევ ერთი ხაზის მშენებლობა საქართველოს მიმართულებით არის დაგეგმილი.

„პროექტის დასრულების შემდეგ გაჩნდება შესაძლებლობა ირანი, სომხეთი, საქართველო და რუსეთი ერთმანეთს დაუკავშირდეს, მაგრამ უფრო მეტად ირანისა და რუსეთის. პირველად ჩნდება ასეთი მსხვილი ენერგოსისტემების დაკავშირების შესაძლებლობა“, - განაცხადა ვარდანიანმა.

მინისტრის მოადგილე თვლის, რომ სომხეთ-ირანის მესამე გადამცემი ხაზი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ყველა ქვეყნისთვის მოგებიანი იქნება. მისი სიტყვებით, ახალი ხაზების მშენებლობის შემდეგ სომხეთი ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელებას ორი მიმართულებით შეძლებს. “ჩვენ ახლა ჭარბი ელექტროენერგია გვაქვს, ჩვენ იმდენივე ელექტროენერგიის გამომუშავება შეგვიძლია, რამდენსაც ქვეყანაში მოვიხმართ“, - განაცხადა ვარდანიანმა.

BMG-ის სომხეთის ბიურო წერდა, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის ელექტროენერგიის დერეფანი, რომელმაც ირანი, სომხეთი, საქართველო და რუსეთი უნდა დააკავშიროს, სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდება. ძირითად სირთულეს სომხეთის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზების ქურდობა წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები