მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ

სტრატეგიული თანამშრომლობა
BM. GE
27.08.25 16:42
1035

სომხეთი და დიდი ბრიტანეთი სრულფასოვანი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ დასრულდა, რაც ერევანში ჩასულ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს, სტივენ დოუთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაჰან კოსტანიანს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.

26 აგვისტოს გამართული სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ორი ქვეყნის წამყვანმა დიპლომატებმა 2023 წლის შემდეგ მიღწეული წარმატებები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა სრულფასოვან ხასიათს მიიღებს.

სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მხარეები დემოკრატიის განვითარების, კანონის უზენაესობის, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკური, კულტურული და განათლების მიმართულებით ერთად იმუშავებენ. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები