მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა რუსული ბანკებისა და გემებისთვის ახალი სანქციები დააწესა

ბრიტანეთი

ხუთშაბათს გაერთიანებულმა სამეფომ რუსული გემების, ბანკებისა და სამრეწველო კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მოსკოვისთვის იმ ფინანსური ნაკადების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომლებითაც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი ფინანსდება - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციების სიაში 13 ახალი სუბიექტი შევიდა. შეზღუდვები ექვს რუსულ ბანკზე, ექვს გემსა და გემების მმართველ ინდოეთში ბაზირებულ კომპანიაზე დაწესდა.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები 3 200-ზე მეტ ფიზიკურ პირს, კომპანიასა და გემს დაუწესა. ეს შეზღუდვები ძირითადად ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ბლოკირებას მიზნად ისახავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები