სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არის.
არჩევნების დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ახალი მთავრობის პირველი ამოცანა სახელმწიფო რეფორმების გატარება და შიდა სტანდარტების ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა იქნება.
არჩეული პრემიერის განმარტებით, დემოკრატიული ცვლილებები მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ ქვეყნის სრულ მზადყოფნას ყველა მხარე არ აღიარებს.
შეგახსენებთ, რომ ფაშინიანის პროევროპული რეფორმები მიზნად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან ისე გამოსვლა და ევროკავშირთან ისე დაახლოებაა, რომ ამან არ დააზიანოს მოქალაქეები და, ამავდროულად, მოქალაქეებს რეალური სარგებელი მოუტანოს.




























