მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი "შავი ზღვის კაბელის" და სხვა რეგიონული პროექტებით არის დაინტერესებული-პრემიერი

ღარიბაშვილი
26.01.24 19:10
306

მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მსგავსად, სომხეთშიც ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ამ დინამიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„ისევე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მნიშვნელოვანია ამ დინამიკის შენარჩუნება. ასევე, ბატონ პრემიერთან კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, თვე, 15 დეკემბერი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მიიღო, მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა გახდა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია გაგრძელდეს მაღალი ტემპით ახალ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. მსხვილ პროექტებს ვგულისხმობ, ბუნებრივია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს და ჩემს კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს და მინდა ვთხოვო და გადავცე სიტყვა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები