მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი თურქეთს საზღვრის გახსნისა და ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდებს

სომხეთი-თურქეთი

სომხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერმა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, რუბენ რუბინიანმა ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც ის აცხადებს, თურქეთის საზღვრის გახსნაზე უარის თქმის ან დიპლომატიური კავშირების აღდგენისგან თავის შეკავების აღარავითარი მიზეზი აღარ აქვს.

რუბინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, მეზობელთან ურთიერთობები ნებისმიერ დროს, თუნდაც ხვალ აღადგინოს. ამ მხრივ მან მაგალითად მოიყვანა კიდევ ერთ ისლამურ ქვეყანასთან, პაკისტანთან მიღწეული დიპლომატიური პროგრესი.

სომხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი თვლის, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი საკმაოდ ჩქარ ტემპში შეიძლება დაიწყოს. რუბინიანი ასევე აღნიშნავს, რომ თურქეთთან დიპლომატიური კავშირების აღდგენისთვის სომხეთი წინაპირობები წამოყენებას არ აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები